Jaguar-ის გარანტია წარმოადგენს შეღავათების ყოვლისმომცველ პაკეტს, რომელიც შექმნილია გაყიდვის შემდგომი მომსახურებისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტის დასაკმაყოფილებლად
თუ MENA-ს* Jaguar-ის ავტორიზებულ დილერთან შეძენილი ავტომობილი საწარმოო დეფექტის გამო შეკეთებას ან ნაწილის შეცვლას საჭიროებს, ნაწილი შეკეთდება ან შეიცვლება სრულიად უფასოდ** MENA-ს Jaguar-ის ნებისმიერი ავტორიზებული შემკეთებლის მიერ, დაფარვის პერიოდში ავტომობილის მფლობელის შეცვლის მიუხედავად.***
Jaguar-ის ყველა ახალ ავტომობილს აქვს ყოვლისმომცველი გარანტიის დაფარვის პერიოდი 5 წელი/150 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება.
2018 წლის 1 ივნისს ან მის შემდეგ გაყიდული ყველა ახალი ავტომობილი ისარგებლებს Jaguar-ის რეგიონული გარანტიით. ავტომობილი დაფარულია მწარმოებლის გარანტიის პირობებით იმ რეგიონში, სადაც ის პირველი გაყიდვისთვის იქნა მიწოდებული Jaguar-ის ავტორიზებული დილერის მეშვეობით. სპეციფიკაციები და გარანტია სხვა რეგიონებში შესაძლოა განსხვავდებოდეს.
თუ ავტომობილი სხვა რეგიონში დარეგისტრირდება ან გამოიყენება, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი აქტივაცია, ამოქმედდეს გამონაკლისები და შეიცვალოს გარანტიის პირობები. გარანტიის მიზნებისთვის რეგიონები განისაზღვრება, როგორც აშშ, ჩინეთი, ევროპა და დიდი ბრიტანეთი (თურქეთის გარდა), თურქეთი, რუსეთი, ოკეანისიქითა ქვეყნები, ავსტრალია ახალი ზელანდია, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი ჩრდილოეთ აფრიკა (MENA) და ლათინური ამერიკა. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს უახლოეს საცალო მოვაჭრეს.
* ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნებია: ალჟირი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, საქართველო, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, მაროკო, ომანი, პაკისტანი, პალესტინა, ყატარი, საუდის არაბეთი, ტუნისი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და იემენი.
** ვრცელდება მხოლოდ MENA-ს რეგიონში შეძენილ და შეკეთებულ ავტომობილებზე. MENA-ს რეგიონის გარეთ შეძენილი, დარეგისტრირებული ან გამოყენებული ავტომობილები საჭიროებს გარანტიის დამატებით აქტივაციას შესაბამისი საფასურით. დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თქვენს Jaguar-ის ავტორიზებულ დილერს.
*** ვრცელდება წესები და პირობები
