
თქვენი Jaguar-ის დაკავშირებული სერვისებისა და გამოწერების ჩასართავად, პირველ რიგში, თქვენი InControl ანგარიშის გააქტიურება დაგჭირდებათ. თუ ახალი Jaguar შეიძინეთ, გირჩევთ, გააქტიურების პროცესში დახმარებისთვის თქვენს გამყიდველს დაუკავშირდეთ.
შეასრულეთ ქვემოთ მოცემული თვითრეგისტრაციის მარტივი პროცესი.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ზედა პანელზე Optimised Jaguar Assistance-ის ღილაკი (ქანჩის გასაღების ხატულა) ანათებს, დახმარებისთვის დილერს უნდა დაუკავშირდეთ.


როგორც კი დილერი InControl-ის რეგისტრაციის პროცესს დაიწყებს, თქვენ მიიღებთ ელფოსტის ბმულს აქტივაციის დასასრულებლად.
თუ დილერისგან აქტივაციის ელწერილი არ მიგიღიათ, სპამის საქაღალდე შეამოწმეთ.


მიიღეთ ამინდის ინფორმაცია და ონლაინ მედია პირდაპირ თქვენს სენსორულ ეკრანზე7. მობილური მოწყობილობა საჭირო არ არის.
საინფორმაციო სისტემის აპების უჯრიდან აირჩიეთ „ანგარიშების დაკავშირების“ ხატულა და მოძებნეთ აპი, რომლის დაკავშირებაც გსურთ. შეგიძლიათ QR კოდი დაასკანიროთ სმარტფონით ან აირჩიოთ „ელფოსტა“, რათა შესასვლელი საიტის ბმული ელფოსტაზე გამოიგზავნოს.
დაკავშირების შემდეგ დაუყოვნებლივ შეძლებთ სერვისის გამოყენებას ავტომობილში. დაკავშირებული სერვისები ხატულის სახით გამოჩნდება აპების უჯრაში, ან მედია წყაროს სახით მედია ფლეერში, ან აქტიური კალენდრის სახით დღის წესრიგის აპში.

ავტომობილის ინკლუზიური Smartphone Pack-ით შეგიძლიათ, მოხერხებულად გამოიყენოთ აპები Apple CarPlayTM 3-ისა და Android AutoTM 4-ის საშუალებით.
უბრალოდ დააკავშირეთ მოწყობილობა სენსორულ ეკრანთან Bluetooth-ის ან სერტიფიცირებული USB კაბელის გამოყენებით.
Apple CarPlayTM 3-ის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ iPhone-ში დაინსტალირებულია iOS-ის უახლესი ვერსია და ჩართულია Siri®. Android AutoTM 4-ის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ Google მოწყობილობაში დაინსტალირებულია Android Auto-ს უახლესი აპი და ჩართულია Google-ის ხმოვანი ასისტენტი.
თვალი ადევნეთ Jaguar-ის უსაფრთხოებას, მდგომარეობასა და სტატუსს სმარტფონიდან Remote App-ით8. თუ Secure Tracker-ზე ხართ დარეგისტრირებული, ქურდობის შესახებ შეტყობინებების მისაღებად Remote App დაგჭირდებათ.
გაითვალისწინეთ, რომ Remote App-ის მახასიათებლების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც InControl-ის ანგარიშს My Jaguar InControl-ის ვებსაიტის მეშვეობით გაააქტიურებთ.

არა, თქვენს ავტომობილს მოჰყვება ჩაშენებული SIM-ბარათი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ:
1. დაკავშირებული ნავიგაციის სისტემის დაკავშირებული მახასიათებლები/სერვისები1
2. Wi-Fi წვდომის წერტილი6
3. ონლაინ-პაკეტის მახასიათებლები/სერვისები2
ეს სერვისები საჭიროებს მოქმედ გამოწერას. მობილური მონაცემები შედის გამოწერაში, ამიტომ არ არის საჭირო დამატებითი კონტრაქტები ან SIM ბარათები, სანამ გამოწერა მუშაობს.

InControl-ის მახასიათებლები, ვარიანტები, მესამე მხარის სერვისები და მათი ხელმისაწვდომობა ბაზარზეა დამოკიდებული. ადგილობრივი ბაზრის ხელმისაწვდომობისა და სრული პირობების შესახებ ინფორმაციისთვის Jaguar-ის დილერს დაუკავშირდით. ზოგიერთი ფუნქცია დაფუძნებულია გამოწერაზე და საჭიროებს შემდგომ განახლებას თქვენი საცალო გამყიდვლის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის გასვლის შემდეგ. მობილური ქსელის ნებისმიერ ადგილას კავშირი გარანტირებული არ არის. InControl ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ნაჩვენები ინფორმაცია და სურათები, მათ შორის ეკრანები ან თანმიმდევრობა, არჩეული ვარიანტების მიხედვით პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს, ვერსიის კონტროლსა და სხვა სისტემურ/ვიზუალურ ცვლილებებს ექვემდებარება. დაკავშირებული ნავიგაცია თქვენი Land Rover-ს დილერის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის შემდეგ შემდგომ გამოწერას საჭიროებს.
დამატებითი ფუნქციები და მათი ხელმისაწვდომობა ავტომობილის სპეციფიკაციაზეა (მოდელი და ძალური დანადგარი) დამოკიდებული, ან საჭიროებს სხვა ფუნქციების დაყენებას. დეტალებისთვის გთხოვთ, ადგილობრივ დილერს დაუკავშირდეთ, ან თქვენი ავტომობილი ონლაინ მომართეთ
ინტერიერის ყველა ფუნქციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ეს საფრთხის შემცველი არაა. მძღოლები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ყოველთვის სრულად აკონტროლებენ ავტომობილს.
მხოლოდ თავსებადი სმარტფონები.
1ნავიგაციას დასჭირდება დამატებითი გამოწერა მას შემდეგ, რაც Jaguar-ის დილერის მიერ მითითებული პირველადი ვადა ამოიწურება.
2საჭიროა ონლაინ-პაკეტის 12-თვიანი გამოწერა. იმისათვის, რომ გააგრძელოთ შესაბამისი მახასიათებლის გამოყენება მისი საწყისი გამოწერის პერიოდის შემდეგ, თქვენ უნდა განაახლოთ თქვენი გამოწერა და გადაიხადოთ განახლების მოქმედი საფასური. ხელმისაწვდომია მხოლოდ დაკავშირებულ ბაზრებზე, გთხოვთ, გადაამოწმოთ დილერთან. ონლაინ-პაკეტი S სპეციფიკაციების პაკეტებისა და შემდეგი მოდელებისთვის.
3თქვენი ავტომობილი მომზადებულია Apple CarPlay-სთვის. მომსახურება, რომელსაც Apple CarPlay გთავაზობთ, თქვენს ქვეყანაში ამ მახასიათებლების ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. გთხოვთ, უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილოთ https://www.apple.com/ios/feature-availability/#apple-carplay.
4თქვენი ავტომობილი მომზადებულია Android Auto-სთვის. მომსახურება, რომელსაც Android Auto გთავაზობთ, თქვენს ქვეყანაში ამ მახასიათებლის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. გთხოვთ, მეტი ინფორმაციისთვის იხილოთ https://www.android.com/auto/.
5Amazon Alexa მხოლოდ კონკრეტულ ბაზრებზეა ხელმისაწვდომი. Amazon, Alexa და ყველა დაკავშირებული ნიშანი Amazon.com, Inc.-ის ან მისი შვილობილი კომპანიების სავაჭრო ნიშნებს წარმოადგენს. Alexa-ს ზოგი ფუნქცია ჭკვინი სახლის ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული. საჭიროა ონლაინ-პაკეტის 12-თვიანი გამოწერა. იმისათვის, რომ გააგრძელოთ შესაბამისი მახასიათებლის გამოყენება მისი საწყისი გამოწერის პერიოდის შემდეგ, თქვენ უნდა განაახლოთ თქვენი გამოწერა და გადაიხადოთ განახლების მოქმედი საფასური. ხელმისაწვდომია მხოლოდ დაკავშირებულ ბაზრებზე, გთხოვთ, გადაამოწმოთ დილერთან. ონლაინ-პაკეტი S სპეციფიკაციების პაკეტებისა და შემდეგი მოდელებისთვის.
6ვრცელდება კეთილსინდისიერი სარგებლობის პოლიტიკა. მას შემდეგ, რაც ერთი თვის განმავლობაში 20 გბაიტ მონაცემებს გამოიყენებთ, ავტომობილის მონაცემთა სიჩქარე და ფუნქციურობა შეიძლება შემცირდეს თვის დანარჩენი პერიოდისთვის.
7ყველა Live აპი არ არის ხელმისაწვდომი ყველა ავტომობილისთვის. გთხოვთ, დაუკავშირდეთ დილერს.
8ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად Apple App Store-ის ან Google Play-ის საშუალებით Android-ის და Apple iOS-ის სმარტფონების უმეტესობისთვის. Jaguar Remote აპი საჭიროებს ქსელზე წვდომას, თავსებად სმარტფონს, InControl-ის ანგარიშსა და Remote-ის გამოწერას. იმისათვის, რომ გააგრძელოთ შესაბამისი მახასიათებლის გამოყენება მისი საწყისი გამოწერის პერიოდის შემდეგ, თქვენ უნდა განაახლოთ თქვენი გამოწერა და გადაიხადოთ განახლების მოქმედი საფასური.