
ელექტრომობილის ეფექტიანი ექსპლუატაციისთვის გამოიყენეთ ეს მარტივი რჩევები.



ექსტრემალური სიცივე და სიცხე გავლენას ახდენს აკუმულატორის ექსპლუატაციის პერიოდზე. გქობდეთ თქვენი მანქანა სახლის დამტენთან მიერთებული და თერმული მართვის ტექნოლოგია შეინარჩუნებს ბატარეას ოპტიმალურ ტემპერატურაზე. გამოიყენეთ წინასწარი კონდიცირების რეჟიმი და თქვენი ავტომობილი კონდიცირებისთვის საჭირო ენერგიას მიიღებს დამტენიდან და არა აკუმულატორიდან.
გამოიჩინეთ სიფრთხილე ცივ ამინდში მგზავრობისას, რადგან ძალიან სწრაფად მოძრაობა გადატვირთავს აკუმულატორს, რაც გავლენას მოახდენს მის ენერგოეფექტურობაზე.

თქვენი სიმშვიდისთვის ჩვენ გარანტიას გაძლევთ თქვენი ელექტრომობილის აკუმულატორზე რვა წლით და 160 000 კმ-ით, ხოლო ელექტრო-ჰიბრიდისთვის — ექვსი წლით ან 100 000 კმ-ით — რომელიც პირველი დადგება. გარანტიის პირობების თანახმად, ჩვენი ელექტრო ავტომობილის ექსპერტები უფასოდ გამოასწორებენ ნებისმიერ საწარმოო დეფექტს.
რეალურად, აკუმულატორის ხარვეზი იშვიათად ფიქსირდება და ზოგადად დაკავშირებულია ერთ-ერთი ელემენტის დეფექტთან. ამ ელემენტის შემცველი მოდული შესაძლებელია მარტივად შეიცვალოს, რის შემდეგაც აკუმულატორი დაიბრუნებს მაქსიმალურ წარმადობას.
ავტომობილის ძირითადი მახასიათებლებისგან მაქსიმალური სარგებლობის მისაღებად პირველი ნაბიჯი არის თქვენს საინფორმაციო-გასართობ სისტემასთან დაკავშირება და აპის დისტანციური მართვის დაყენება.

