
Jaguar-ის დაკავშირებული სერვისების ჩასართავად, პირველ რიგში, InControl-ის ანგარიშის გააქტიურება დაგჭირდებათ. თუ ახალი Jaguar შეიძინეთ, გირჩევთ, დაუკავშირდეთ დილერს, რათა დაადასტუროთ, რომ მანქანაში გაქვთ დაკავშირებული სერვისების მახასიათებლები, და დაგეხმაროთ გააქტიურების პროცესში.
შეასრულეთ ქვემოთ მოცემული თვითრეგისტრაციის მარტივი პროცესი.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ზედა პანელზე Optimised Jaguar Assistance-ის ღილაკი (ქანჩის გასაღების ხატულა) ანათებს, დახმარებისთვის დილერს უნდა დაუკავშირდეთ.


როგორც კი დილერი InControl-ის რეგისტრაციის პროცესს დაიწყებს, თქვენ მიიღებთ ელფოსტის ბმულს აქტივაციის დასასრულებლად.
თუ დილერისგან აქტივაციის ელწერილი არ მიგიღიათ, სპამის საქაღალდე შეამოწმეთ.
InControl-ის დაყენების წარმატებით დასრულების შემდეგ თქვენი აქტიური სერვისები ელფოსტით დადასტურდება.
შემდეგ ჯერზე, როდესაც მანქანას დაქოქავთ, SOS Emergency Call-ის და Optimised Jaguar Assistance-ის ღილაკებზე ნათურები უნდა ანათებდეს.


ნავიგაციის პირველად გამოყენებისას, თქვენ მოგეთხოვებათ პროფილისა და ანგარიშის შექმნა. ეს საშუალებას გაძლევთ შეინახოთ საყვარელი მიმართულებები და წინა მოგზაურობები, ასევე ჩართოთ დამატებითი დაკავშირებული ნავიგაციის ფუნქციები.


პროფილის შექმნის შემდეგ შეძლებთ, შექმნათ ანგარიში ნავიგაციის მთავარ ეკრანზე „შესვლის“ არჩევით. თქვენ მოგთხოვენ, დაეთანხმოთ „ნავიგაციის წესებსა და პირობებს“, რომლებზე წვდომაც შეგიძლიათ ბრაუზერში მოცემული URL-ის აკრეფით.
ნავიგაციის ანგარიში საშუალებას გაძლევთ, ჩამოტვირთოთ რუკის უახლესი განახლებები და გაუზიაროთ საინტერესო ადგილები და ETA მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ასევე შეძლებთ დანიშნულების ადგილების უშუალოდ თქვენს მანქანაში გაგზავნას InControl Route Planner აპის ან ვებსაიტის საშუალებით.

Bluetooth ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ დისტანციურად დააკავშიროთ თავსებადი მობილური ტელეფონი და მისი აპები თქვენს Jaguar-თან. შემდეგ მოწყობილობის მართვა შესაძლებელი იქნება ხმოვანი აქტივაციის, საჭის ან სენსორული ეკრანის საშუალებით.
ტელეფონის Bluetooth დაწყვილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს სპეციალურ დაკავშირების ცენტრს.

ავტომობილის ინკლუზიური Smartphone Pack-ით შეგიძლიათ, უსაფრთხოდ და მოხერხებულად გამოიყენოთ აპები Apple CarPlayTM 1-ისადაAndroid AutoTM 2-ის საშუალებით.
უბრალოდ დააკავშირეთ მოწყობილობა სენსორულ ეკრანთან Bluetooth-ის ან სერტიფიცირებული USB კაბელის გამოყენებით.
Apple CarPlayTM 1-ის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ iPhone-ში დაინსტალირებულია iOS-ის უახლესი ვერსია და ჩართულია Siri®. Android AutoTM 2-ის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ Google მოწყობილობაში დაინსტალირებულია Android Auto-ს უახლესი აპი და ჩართულია Google-ის ხმოვანი ასისტენტი.
თვალი ადევნეთ Jaguar-ის უსაფრთხოებას, მდგომარეობასა და სტატუსს სმარტფონიდან Remote App-ით.
გაითვალისწინეთ, რომ Remote App-ის3 მახასიათებლების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც InControl-ის ანგარიშს My Jaguar InControl-ის ვებსაიტის მეშვეობით გაააქტიურებთ.

შესაძლოა, ჩვენს ხშირად დასმულ კითხვებში პასუხი უკვე იყოს მოცემული.

InControl-ის მახასიათებლები, ვარიანტები, მესამე მხარის სერვისები და მათი ხელმისაწვდომობა ბაზარზეა დამოკიდებული. ადგილობრივი ბაზრის ხელმისაწვდომობისა და სრული პირობების შესახებ ინფორმაციისთვის Jaguar-ის დილერს დაუკავშირდით. ზოგიერთი ფუნქცია დაფუძნებულია გამოწერაზე და საჭიროებს შემდგომ განახლებას თქვენი საცალო გამყიდვლის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის გასვლის შემდეგ. მობილური ქსელის ნებისმიერ ადგილას კავშირი გარანტირებული არ არის. InControl ტექნოლოგიასთან დაკავშირებით ნაჩვენები ინფორმაცია და სურათები, მათ შორის ეკრანები ან თანმიმდევრობა, არჩეული ვარიანტების მიხედვით პროგრამული უზრუნველყოფის განახლებებს, ვერსიის კონტროლსა და სხვა სისტემურ/ვიზუალურ ცვლილებებს ექვემდებარება. დაკავშირებული ნავიგაცია თქვენი Land Rover-ს დილერის მიერ რეკომენდებული საწყისი ვადის შემდეგ შემდგომ გამოწერას საჭიროებს.
დამატებითი ფუნქციები და მათი ხელმისაწვდომობა ავტომობილის სპეციფიკაციაზეა (მოდელი და ძალური დანადგარი) დამოკიდებული, ან საჭიროებს სხვა ფუნქციების დაყენებას. დეტალებისთვის გთხოვთ, ადგილობრივ დილერს დაუკავშირდეთ, ან თქვენი ავტომობილი ონლაინ მომართეთ
ინტერიერის ყველა ფუნქციის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ეს საფრთხის შემცველი არაა. მძღოლები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ყოველთვის სრულად აკონტროლებენ ავტომობილს.
მხოლოდ თავსებადი სმარტფონები.
1Apple CarPlayTM წარმოადგენს Apple Inc.-ის სავაჭრო ნიშანს. შესაძლოა, მოქმედებდეს Apple Inc.-ის საბოლოო მომხმარებლის პირობები. თქვენი ავტომობილი მომზადებულია Apple CarPlay-სთვის. მომსახურება, რომელსაც Apple CarPlay გთავაზობთ, თქვენს ქვეყანაში ამ მახასიათებლის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. გთხოვთ, მეტი ინფორმაციისთვის იხილოთ https://www.apple.com/uk/ios/feature-availability/#apple-carplay
2Android Auto Google LLC-ის სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს. თქვენი ავტომობილი მომზადებულია Android Auto-სთვის. მომსახურება, რომელსაც Android Auto გთავაზობთ, თქვენს ქვეყანაში ამ მახასიათებლის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. გთხოვთ, მეტი ინფორმაციისთვის იხილოთ https://www.android.com/auto/.
3ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად Apple App Store-ის ან Google Play-ის საშუალებით Android-ის და Apple iOS-ის სმარტფონების უმეტესობისთვის. Jaguar Remote აპი საჭიროებს ქსელზე წვდომას, თავსებად სმარტფონს, InControl-ის ანგარიშსა და Remote-ის გამოწერას. იმისათვის, რომ გააგრძელოთ შესაბამისი მახასიათებლის გამოყენება მისი საწყისი გამოწერის პერიოდის შემდეგ, თქვენ უნდა განაახლოთ თქვენი გამოწერა და გადაიხადოთ განახლების მოქმედი საფასური.